turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ესპანეთის ტოპ ტურისტული მიმართულებები

ესპანეთი ნამდვილად გააოცებს მათ, ვისაც მხოლოდ მისი ხალხით გადატვირთული სანაპიროები, ხარების ბრძოლა და ფლამენგო აქვს ნანახი.

ესპანეთში შეგიძლიათ იხილოთ ძველი რომაული ნანგრევები, შუასაუკუნეების ციხესიმაგრეები, ანდალუზიის თეთრი სოფლები, თანამედროვე არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, ისეთი აქტიური ქალაქები როგორიცაა ბარსელონა და მადრიდი, ესპანეთი ნამდვილი კულტურული მიქსია.  მრავალფეროვანია ქვეყნის ლანდშაფტიც, ის მოიცავს უდაბნოებს, მთებს და მზიან სანაპიროებს, რომლებიც ესპანეთის სანაპირო ზოლს ქმნის.

წარმოგიდგენთ ესპანეთის ტოპ ტურისტულ მიმართულებებს.

 

Palacio Real

Palacio Real  ანუ სამეფო სასახლე, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში აშენდა.  ის ესპანეთის მეფის ოფიციალური რეზიდენციაა, თუმცა მხოლოდ სახელმწიფო ცერემონიებისთვის გამოიყენება.  

სასახლეში შეგიძლიათ იხილოთ ტიეპელოს შემოქმედება, ველასკესის, გოიას, ჯორდანოს და მენგსის ნახატები, კლასიკური ავეჯი, კერამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მას ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ მუზეუმად აქცევს.

სასახლე ყოველწლიურად საშუალოდ 880 000 ტურისტს მასპინძლობს.

სესპანეთი , სამეფო სასახლე, spain, Palacio Real, ესპანეთის ღირსშესანიშნაობები,

La Concha

La Concha , San Sebastian - ში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროდ ითვლება. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სერფინგით, ეწვიოთ მდიდრულ რესტორნებს და ისიამოვნოთ კურორტით. 

spain La Concha , ესპანეთი, ესპანეთის ღირსშესანიშნაობები,

The Aqueduct of Segovia 

The Aqueduct of Segovia, რომაელების მიერ, მეხუთე საუკუნეში აშენებული მონუმენტია, რომელიც დღემდე არსებობს. ის Frío River-იდან Segovia-მდე წყლის გადატანისთვის გამოიყენებოდა,  რაც მეოცე საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა.

ესპანეთის ღირსშესანიშნაობები, The Aqueduct of Segovia 

Cuenca

Cuenca, მადრიდსა და ვალენსიას შორის მდებარეობს. ის შუასაუკუნოვანი ქალაქის საოცარი მაგალითია, რომელიც მთის ციცაბო მხარესაა გაშენებული. კლდის წვერზე ბევრი სახლია დგას, რაც Cuenca-ს ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალაქად აქცევს.  ესპანეთის ღირსშესანიშნაობები,Cuenca,

იბიცა

ევროპის მასშტაბით იბიცა ძალიან პოპულარული ადგილია, განსაკუთრებით გართობის და წვეულებების მოყვარულებისთვის.  ზაფხულის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ორმაგდება, რადგან ტურისტები აქ გასართობად ჩამოდიან.

 ესპანეთის ღირსშესანიშნაობები , იბიცა

El Escorial

El Escorial-ი, Sierra de Guadarrama-ს მთის ძირში მდებარეობს. ფილიპ მეორის დროს, ის ესპანეთის იმპერიის პოლიტიკური ცენტრს წარმოადგენდა. ფილიპ მეორემ და არქიტექტორმა ხუან ბაუტისტა დელ ტორომ შექმნეს El Escorial-ი, როგორც მონუმენტი, რომელიც გადმოსცემდა ესპანეთის წამყვან როლს ქრისტიანულ სამყაროში. დღეს ის ფუნქციონირებს როგორც მონასტერი, სამეფო სასახლე, მუზეუმი და სკოლა.

 ესპანეთის ღირსშესანიშნაობები, El Escorial

კორდობის მეჩეთი

კორდობის მეჩეთი შემკულია მოზაიკური ორნამენტებით, თაღებით და სვეტებით. ის თავდაპირველად რომაული ტაძარი იყო, სანამ მავრებმა მეჩეთად არ გადააკეთეს.

კორდობის მეჩეთი, ესპანეთის ღირსშესანიშნაობები,

ალჰამბრას სასახლე

ალჰამბრას სასახლე ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის მეთოთხმეტე საუკუნეში აშენდა, შედგება მეჩეთის, სასახლისა და ციხესიმაგრისგან. ალჰამბრა მავრიტანული ხელოვნების მწვერვალად ითვლება, რომელსაც „მუჰამედის სამოთხესაც“ უწოდებენ.   დღეს ის ესპანეთის ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ბევრი ტურისტი ესპანეთში სწორედ ამ სასახლის სანახავად ჩამოდის.

 ესპანეთის ღირსშესანიშნაობები,ალჰამბრას სასახლე

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
31 %
აზიაში
4 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
12 %