turebi.ge მომხმარებლის გვერდი

როგორ დავქორწინდეთ მთაზე

ვიცი, სათაურმა დაგაბნიათ, ორაზროვანია და პოსტიც სწორედ ამიტომ გახსენით წასაკითხად.
მთაზე ქორწინება მრავალნაირად შეიძლება - ახლავ სადმე, მაღალ მთაზე, სადაც საყდარია, როგორც ''შერეკილებში'' ამბობენ, იფსკვნი ჯვარს შენს გულისსწორზე და მორჩა. მეორე ხერხი ასეთია - ახვალ მთაზე, საიდანაც საოცარი ხედები იშლება და მთა შენს გულში სამუდამოდ რჩება, დაახლოებით ისე, როგორც ოცნების მამაკაცი/ქალი.
მოცემულ პოსტში  ქორწინების პირველ ხერხზე გესაუბრებით და მცირე რჩევებსაც მოგაწვდით.
მაშ ასე, როგორ დავქორწინდეთ მთაზე?
და რაც მთავარია, რომელ მთაზე.
ჯვრისწერა ხვამლზე
ბოლო წლებში მთებში მდებარე საყდრებში ჯვრის დაწერა საკმაოდ მოდური გახდა. პირველობას და ერთადერთობას არავის უთმობს ულამაზესი გერგეტი. თუმცა, საქართველოში გერგეტის გარდა უამრავი მთის სალოცავია, სადაც შეგიძლიათ ჯვრისწერის რიტუალის აღსრულება.
ჩვენც ცოტა სხვანაირად გადავწყვიტეთ. ჩვენ _ანუ მე და ჩემმა აწ უკვე მეუღლემ. ჩემი ჯვრისწერა ლეჩხუმში, მთა ხვამლზე მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში შედგა.
თუ ჯვრისწერა მთაზე გადაწყვიტეთ, ეცადეთ ორგანიზებაში მხოლოდ ასვლა, საეკლესიო რიტუალი და რამდენიმე ფოტო არ შედიოდეს.

ქორწილი მთაში
ადით რამდენიმე დღით ადრე. რა თქმა უნდა, არასაქორწილო ტანისამოსით. აუცილებლად შეარჩიეთ ორიგინალური ლოკაციები ფოტოებისათვის ფოტოგრაფთან და მომავალ მეუღლესთან ერთად. ქორწილის დღეს ძალიან, ძალიან ადრე უნდა მოხვდეთ მთაზე. შეეცადეთ თან მაკიაჟის გაკეთების ოსტატი მეგობარი იყოლიოთ. თმის შესაბამისად გაკეთება წინა დღითაც შეგიძლიათ სალონში. თუ ფოტოსესიას ჯვრისწერამდე მოასწრებთ, დღის სინათლე თქვენი ფოტოებისათვის ''იმუშავებს'', თუ არადა შეეცადეთ, გვიან საღამომდე, ან თუნდაც ღამითაც დარჩეთ კარავში, რომ ჩამავალი მზის ფონზე ან გამთენიისხანს ახალამოწვერილი მზის სხივებით ზღაპრული ფოტოები მიიღოთ.

ჯვრისწერა მთაში
თან აუცილებლად წაიღეთ სხვადასხვა ნივთები, რომლებსაც თვლით რომ ფოტოსესიისათვის გამოგადგებათ.
ქორწილი მთაში
ახლა კი ცოტა ჯვრისწერისათვის ორიგინალური ადგილების შესახებ. გერგეტის სამება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სხვა ბევრი ლამაზი ადგილიც არსებობს. მაგალითად: ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია ლეჩხუმში, ჯვრის დაწერა შეგიძლიათ ასევე ცხრაჯვარზეც, ტყიბულთან ახლოს, ბნელა საყდარი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარეობს, აგურის საყდარი მდებარეობს სოფელ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სამხრეთით 3-4 კილომეტრზე, ხშირტყიან მთის ფერდობზე, ხოტევი — მდებარეობს რაჭაში, ლაშარი, თამარ ღელე, კვირია, კვირაცხოველიქმოდის წმინდა გიორგი— მდებარეობს ფშავში.
ბედნიერ ქორწინებას გისურვებთ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
29 %
გააჩნია მიმართულებას
32 %