turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნეს ეს საიდუმლო. 

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Star -მა მიმართა კომპანია "Tielle Love Luxury" - ის სტილისტებს, რომლებიც პრემიუმ თეთრეულის მიწოდებაზე სპეციალიზირდებიან.  ექსპერტების აზრით, დროთა განმავლობაში ფერადი თეთრეული ფერმკრთალდება და კარგავს თავდაპირველ ფერებს.  ამ დროს ადვილია გარკვერვა  რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა ის.  თეთრი ფერი კი, პირიქით, ყოველთვის  გამოიყურება მიმზიდველად, რამდენჯერაც არ უნდა გარეცხოთ. 

 

გარდა ამისა, თეთრი ფერი აწყობს სასტუმროს დიზაინერებს.  ნეიტრალური თეთრეული იდეალურად ერგება ნებისმიერი ფერისა და დიზაინის ინტერიერს, ამიტომაც სპეციალისტები ამ დროს უფრო მეტ კრეატიულობას იჩენენ  ოთახების "შეფუთვაში".   "თეთრი ფერი ყოველთვის სრულყოფილ ფონს ქმნის  ნებისმიერი ფერის  საძინებელში"  - აცხადებს Tielle Love Luxury.

ახლო მომავალში სასტუმროს ნომრის მთავარი ატრიბუტების სიაში შეიძლება შევიდეს ახალი ტექნოლოგიური გამოგონება "Refresher Boxx". ეს სპეციალური ყუთია, რომელსაც ნებისმიერი თეთრეულის გაწმენა/გარეცხვა შეუძლია სულ რამდენიმე წუთში, წყლისა და ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ეს ახალი ატრიბუტი ახლახანს წარადგინეს გერმანიის სასტუმროების ასოციაციის ინოვაციურ სამიტზე. გამოგონების ავტორებმა გამოაცხადეს, რომ მოწყობილობა აქრობს ბაქტერიებს ულტრაიისფერი სინათლის, სითბოსა და ოზონის მეშვეობით. შემდეგ ეტაპზე მთელი ჭუჭყი სავენტილაციო სისტემის გავლით გამოდის გარეთ. 

მსგავსი სიახლეები