turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე - 17 ოქტომბერი

#365დღე #17ოქტომბერი

 

სიღარიბის აღმოფხვრის (ლიკვიდაციისათვის ბრძოლის)  საერთაშორისო დღე არის ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი მორალური გამოწვევა.. ამ დღით მე მოგიწოდებთ ყველას შემოგვიერთეთ. ერთად შეგვიძლია მივიღოთ რეალური პროგრესი სიღარიბის ამოფხვრასთან დაკავშირებით“ (ნაწყვეტი გაეროს გენერალური მდივნის გზავნილიდან სიღარიბის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2006 წლის 17 ოქტომბერი).

სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის (International Day of the Eradication of Poverty) ისტორია დაკავშირებულია 1987 წლის 17 ოქტომბრის თარიღთან. ამ დღეს ას ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა საფრანგეთში, სადაც 1948 წელს ხელი მოეწერა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რათა პატივისცემა მიეგოთ უკიდურესი სიღარიბის, ძალადობის და შიმშილის მსხვერპლებს.

ეს მსოფლიო დღესასწაული განუწყვეტლივ აღინიშნება 1948 წლიდან და მას შემდეგ გახდა უამრავი ღონისძიების ჩატარების მიზეზი: საკრედიტო კავშირების და ფილიალების ღია კარის დღეები, საქველმოქმედო ღონისძიებები, ბაზრობები და კონკურსები, თემატური რადიო და სატელევიზიო პროგრამები.  უფრო მეტიც, ყოველ წელს ამ დღის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები ეძღვნება კონკრეტულ თემას.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %