title
Turebi Ge

ის რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს შესახებ

1.  LCD Berlin Awards-ის 2020 წლის კონკურსში თბილისი „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.

2. საქართველოში 2020 წლის 15 ივლის პირველი დენდროლოგიურ პარკი გაიხსნა, სადაც 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი, პარკში არსებული ზოგიერთი ხის ასაკი 300 წელს აღემატება.

3. ყველაზე ღრმა გამოქვაბული სწორედ საქართველოში მდებარეობს კერძოდ აფხაზეთში და მისი სახელწოდებაა „კრუბერის გამოქვაბული“

4. მსოფლიოს ყველაზე მოკლე მდინარე რეპრუა საქართველოში (აფხაზეთში) მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 18 მეტრშია შავი ზღვის სათავიდან დაშორებული.

5. ყველაზე მაღალი დასახლება ევროპაში საქართველოს მაღალმთიანი სოფელი უშგული გახლავთ, იგი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს.

6. სიღნაღის ციხე- გალავანი, ევროპაში  ფართობით  პირველია ხოლო მსოფლიოში მეორე ჩინეთის კედლის შემდეგ.

7. ევროპის უმაღლესი მწვერვალები საქართველოში მდებარეობს და ესენია:  (შხარა (5,201 მ); მყინვარწვერი (5,033 მ); თეთნულდი (4,858 მ); უშბა (4,710 მ).

8. ევროპის ყველაზე ღრმა უფსკრული  „თოვლიანი უფსკრული“ საქართველოში კერძოდ აფხაზეთში მდებარეობს.

9. მსოფლიოში პირველობა მრავალსართულიანობის მიხედვით „ცუცხვათის მღვიმეს“ ეკუთვნის (ტყიბული), იგი 11-12 სართულისგან შედგება.

10. საქართველოში სულ 786 მყინვარია რომლებიც ძირითადად, კავკასიონის ქედზეა გავრცელებული. ​​​​​​​​​​​​​​

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
0 %
B. საერთოდ არ მივმართავ
33 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
67 %