აზიის ეგზოტიკური კურორტები

მოგბეზრდათ მოგზაურობა ისეთ პოპულარულ ადგილებში, როგორიცაა პარიზი, ლონდონი, რომი და სხვა. გსურთ აღმოაჩინოთ განუმეორებელი ბუნება, დაისვენოთ შუაგულ ჯუნგლებში, მიიღოთ განსხვავებული შეგრძნებები და ადრენალინი, დაისვენოთ განსხვავებული კონცეფციის სასტუმროებში და დაგრჩეთ დაუვიწყარი მოგონებები? 

მაშინ იმოგზაურეთ აზიაში.

გთავაზობთ გამორჩეულ სასტუმროებსა და კურორტებს აზიაში.

Hotel Keemala  of Phuket

Hotel Keemala  of Phuket, აზიის ეგზოტიკური კურორტები

იშვიათია ისეთი სასტუმრო, რომელიც შუაგულ ტყეშია განთავსებული  და ამავდროულად სტუმარს ყველა სახის კომფორტს სთავაზობს. სასტუმრო Hotel Keemala of Phuket-ი, იმ მცირერიცხვოვან სასტუმროებს მიეკუთვნება, რომლებმაც ეს შეძლეს. მას ტაილანდის აღმოსავლური სამოთხესაც უწოდებენ. ეს კურორტი საკუთარ თავში აერთიანებს ტროპიკულ ბუნებას, თანამედროვე არქიტექტურას და ტაილანდური არქიტექტურის ხიბლს.  

სასტუმროში, რამდენიმე ვილა და კოტეჯი აუზის გასწვრივაა აშენებული, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აუზით, ისიამოვნონ  ულამაზესი ხედებით და სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური არქიტექტურით.

Hotel Keemala  of Phuket, აზიის ეგზოტიკური კურორტები

სასტუმრო იდეალურადაა შერწყმული ტყესთან. მისი დიზაინი მოიცავს გარშემო არსებულ ხეებს, ნაკადულებს, ბუნებრივი მტკნარი წყლის ნაკადს, რაც ათჯერ უფრო ზრდის მის ესთეტიურ მიმზიდველობას.

Hotel Keemala  of Phuket, აზიის ეგზოტიკური კურორტები

სტუმრებს ასევე შეუძლიათ ესტუმრონ სპა-ცენტრს, კაფეს და რესტორანს, რომლებსაც ცნობილი შეფ-მზარეულები ხელმძღვანელობენ და დააგემოვნონ ადგილობრივი რეცეპტებით დამზადებული გემრიელი ტაილანდური კერძებით.

Hotel Keemala  of Phuket, აზიის ეგზოტიკური კურორტები

ყველა ნომერს საკუთარი ტერასა  და ბასეინი აქვს, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ჯუნგლებზე გამავალი პანორამული ხედით.

Hotel Keemala  of Phuket, აზიის ეგზოტიკური კურორტები

 

Huvafen Fushi

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Huvafen Fushi

Huvafen Fushi კერძო კურორტია, რომელიც მალდივებზე მდებარეობს. ის მოიცავს 1 კუნძულს და 43 კოტეჯს. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ თბილი, გამჭვირვალე ლაგუნით, გახვიდეთ კერძო, თეთრ სანაპიროზე, ივახშმოთ წარმოუდგენლად ლამაზ ბუნებაში და დაეშვათ მალდივების ერთ-ერთ საუკეთესო რიფზე.

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Huvafen Fushi

აქ მდებარეობს მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სპა სალონი. 

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Huvafen Fushi

გაგრძელება იხილეთ შემდეგ პოსტში.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %