turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

გეირანგერფიორდი - ნორვეგიის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა

გეირანგერფიორდი (ნორ. Geirangerfjorden)  - S -ის ფორმის ფიორდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ღრმა ფიორდია. ის ნორვეგიის დასავლეთ ნაწილში, სუნმორეს რეგიონში, სტრანდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 15 კმ-ია. ფიორდის კიდეზე (წვერში), სადაც მას მდინარე გეირანგელვა უერთდება, მდებარეობს სოფელი გეირანგერი. ფიორდი ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. 2005 წელს, იუნესკომ ის ნერიოიფიორდთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ ეს სტატუსი ამჟამად საფრთხის ქვეშ დგას, რადგან ფიორდის თავზე დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა. 7005133-geiranger-river-panoramag-dsc_0334-2-e1373332336951ტურისტულ მარშუტში ბორანით გასეირნება შედის, რომელიც ფიორდის უკეთ დათვალიერების და სიღრმეში შესვლის საშუალებას იძლევა. აქვე უამრავი თოლია დაფრინავს, რომლებიც ადამიანის მიერ გადაყრილ სასუსნავებს მიირთმევენ. 20502887746_cce1ce5eaf_c   20529138525_932b3745e6_c19908151873_313a683c04_cGeiranger-Fjordს20341000370_2f2865db39_c თუ პანორამული ხედები გიზიდავთ, მაშინ სოფელ გეირანგერში შეგიძლიათ ელექტრომობილი იქირაოთ და მთის წვერისკენ მიმავალ გზებს შეუყვეთ.  გადაწყისისთვის Flydalsjuvet-ს მიადგებით, საიდანაც ნორვეგიის ყველაზე ცნობილი ხედი იშლება. აქ მდებარეობს “Fjordsetet”-ის სინსტალაცია, რომელიც "დედოფლის სკამის" სახელითაა ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ღობის იქით გადაძვრომა არ დაგეზარებათ, ასეთ შესანიშნავ კადრს გადაიღებთ. 20528946415_df80525d8d_c კიდევ უფრო ლამაზი პანორამული ხედი იშლება  Eagle’s Road-დან. ესაა 11 სერპანტინიანი გზა, რომელსაც სიმაღლეში 700 მეტრზე აყავხარ. გზის ბოლოს Ørnesvingen-ია, ადგილი, სადაც ფიორდის ყველაზე ცნობილი ფოტოებია გადაღებული. აქედან ყველაზე იოლად შეიძლება აღიქვა, თუ რამდენად უზარმაზარია ეს ფიორდი. GeirangerfjordGeiranger-fjord  geirangerfjord-wide   showPictureServletBig
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
28 %
აზიაში
2 %
თურქეთში
5 %
ეგვიპტეში
12 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
16 %