ყველაზე წვიმიანი ადგილი დედამიწაზე

ქალაქი ჩერაპუნჯი, რომელიც ინდოეთის შტატ მეგჰალაიაშია განლაგებული, დედამიწაზე ყველაზე წვიმიან ადგილადაა აღაირებული წლიური ნალექების რაოდენობა აქ 11 მეტრს აჭარბებს.  შედარებისთვის - ეს 13-ჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რაც აშშ-ს ყველაზე წვიმიანი ქალაქში- სიეტლში მოდის.

მეგჰალაიას შტატი შილონგის პლატოზე მდებარეობს, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.  მძიმე საწვიმარი ღრუბლები, რომლებიც უფრო სამხრეთით განლაგებული ბანგლადეშის ველიდან მოდისნ, მეგჰალაიას ციცაბო მთებთან შედვედრისას წვიმას იწყებენ და ამის გამო აქ თითქმის მუდმივად წვიმს.

 c02_eghala01
c10_eghala02
ნალექების პიკი ზაფხულის ყველაზე ცვხელ თვეებზე მოდის. ადგილობრივი მაცხოვრებლები წვიმისგან თავს ტრადიციული "ქოლგებით" იცავენ, რომლებიც ბამბუკისგან და ბანანის ფოთლებისგან მზადდება და საშუალებას იძლევა ორივე ხელი დარჩეს თავისუფლი. კონსტრუქცია სხეულს ძლიერი ქარებისგანაც იცავს. c05_eghala12c06_eghala13 წვიმების სეზონზე წყლის ნაკადები ხშირად იწვევს ნიადაგის ჩამოშლას, რის შედეგადაც გზები იკეტება. ჩამოწოლილ ნიადაგს ადგილობრივი მაცხოვრებლები ფაქტიურად შიშველი ხელებით ებრძვიან. ეს ოქტომბრამდე გრძელდება. წვიმების სეზონის დამთავრების შემდეგ კი უკვე მძიმე ტექნიკაც ამოდის. c09_eghala05c13_eghala06c12_eghala10c04_eghala04 ზაფხულის თვეებში ყოველდღე წვიმს, ღამე კი განსაკუთრებით ძლიერდება. შტატის მოსახლეობაში კჰასები ჭარბობენ, რომელთა საერთო რაოდენობა ინდოეთში 1 მილიონამდეა. c18_eghala19 რეგიონის კიდევ ერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობა აქაური ცოცხალი ხიდებია, რომლებიც უამრავ მდინარეზეა გადაჭიმული.  ხიდები მდინარეების ნაპირას მოზარდი კაუჩუკის ხეების ფესვებისგან "იწვნება". c17_eghala17  c15_eghala16 ხიდის საფუძველს ბამბუკის ჯოხები ქმნის, რომლების დროთა განმავლობაში კაუჩუკის ხეების ფესვების ქსელში ეხვევიან. 6-8 წლის შემდეგ, როცა ფესვებს შიგნით მოქცეული ბამბუკი ლპება, გადახლართული ფესვები უკვე ისე არიან გაზრდილები, რომ თავისუფლად უძლებენ ადამიანის წონას. c01_eghala15c07_eghala21c08_eghala18 ასეთი ხიდები მრავალი წლის მანძილზე ემსახურებიან ადამიანებს და ხის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო მყარები ხდებიან. ეს ტრადიცია უკვე ასეულობით წელს ითვლის. ცოცხალი ხიდების კარდა ადგილობრივები ფესვებისგან ცოცხალ კიბეებსაც აკეთებენ, რომლებსაც ციცაბო აღმართებზე ასვლისას იყენებენ. c16_eghala23
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %