5 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ ავსტრიას

1. ვენა - მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლად

ბოლო კვლევების მიხედვით, ვენა მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია საცხოვრებლად. ავსტრიის დედაქალაქი  ამ სტატუსს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კლიმატის, ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობით, ჯანდაცვის და განათლების საუკეთესო სისტემით ინარჩუნებს.

ავსტრია სახელდება ერთ-ერთ ყველა უსაფრთხო და მშვიდობიან ქვეყნადაც.

ვენა

2. სამოთხე მოთხილამურეებისთვის

ზამთრის კურორტებზე დასვენება და თხილამურებით სრიალი ავსტრიაში გაცილებით იაფი დაგიჯდებათ ვიდრე საფრანგეთში. ამასთან, ავსტრიაში თხილამურებით სრიალი აგვისტოშიც კი შესაძლებელია.

3. როლს როისის მუზეუმი

არც ამერიკა, არც ბრიტანეთი და არც არაბთა გაერთიანებული საემიროები! როლს როისის ყველაზე დიდი მუზეუმი სწორედ ავსტრიაშია!

როლს როისის მუზეუმი

4. ყველაზე ლამაზი მხატვრული ტილო

სიმბოლისტი მხატვარი გუსტავ კლიმტი ავსტრიელი გახლდათ. მისი ყველაზე ცნობილი ტილო "კოცნა", რაღა თქმა უნდა, სწორედ აქაა გამოფენილი. კლიმტის "კოცნა" ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტილოდ მიიჩნევა.

კლიმტის

5. ავსტრიული ღვინო

ავსტრია გამოირჩევა თეთრი ღვინის მრავალფეროვნებით, თუმცა მისი სავიზიტო ბარათი მწვანე ღვინოა. მხოლოდ აქ შეძლებთ ნამდვილი ავსტრიული ღვინის დაგემოვნებას, მათ შორის გამორჩეულია სხვადასხვა ხილის არომატის მქონე ღვინო, რომელიც საუკეთესოა განტვირთვისთვის.

ავსტრიული ღვინო

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %