ორიგინალური წყალქვეშა ნაგებობები

დღეს წარმოგიდგენთ წყალქვეშა არქიტექტურულ ნაგებობებს, რომლებიც კარგი ფანტაზიის მქონე ადამიანსაც კი გააოცებს.

დუბაის წყალქვეშა ვილა

დაივიწყეთ სასტუმროები, მალე საკუთარი წყალქვეშა ვილის მფლობელი შეგეძლებათ იყოთ. წყალქვეშა ვილებს კომპანია Kleindienst Group, the Floating Seahorse Villas აპროექტებს და აშენებს. მსგავსი ვილები მალე სპარსეთის ყურის სანაპიროდან დაახლოებით 2 მილის მანძილზე,ზღვაში აშენდება. ვილაში იქნება საძინებელი ოთახი, სამზარეულოთი, ჯაკუზით და საშხაპეთი. ის წყალქვეშ იქნება განლაგებული ისე, რომ მფლობელი თავისუფლად დაინახავს წყალქვეშა სამყაროს საოცრებებს.

მალდივები, წყალქვეშა რესტორანი

Conrad Maldives ნადვილად მდიდრული, ტროპიკული კურორტია. კურორტს არ აქვს წყალქვეშა ოთახები, მაგრამ ის ცნობილია თავისი წყალქვეშა რესტორნით Ithaa Undersea Restaurant. რესტორანი წყალში 16 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს და სახელგანთქმულია, როგორც პლანეტის „მინის წყალწვეშა რესტორანი“.  New York’s Daily News-მა რესტორანს ყველაზე ლამაზი რესტორნის სტატუსიც კი მიანიჭა. თუ აკვაფობიით არ ხართ დაავადებული, მაშინ ამ რესტორნის ვიზიტი, თქვენთვის ნამდვილად შთმბეჭდავ და დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.

 

დუბაი, ჰიდროპოლისი

ჰიდროპოლისი მსოფლიოს პირველი სრული, წყალქვეშ ოპერირებადი სასტუმრო იქნება. სასტუმროს თავდაპირველმა შემქმნელებმა, დაგეგმეს 220 წყალქვეშა ლუქს ნომრის შექმნა, რაც დაახლოებით იმ მანძილს დაიკავებდა, რასაც ლონდონის ცნობილი ჰაიდ პარკი იკავებს. ის ჯუმეირაჰის სანაპიროსთან ახლოს აშენდება.

სინგაპური, სენტოსას კურორტი

The Equarius Hotel-ი ზედა და წყალქვეშა ნაწილებადაა დაყოფილი. ზედა სართულზე წარმოდგენილია ჯაკუზი და ვერანდა. ხოლო წყალქვეშა სართულიდან, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წყალქვეშა აკვარიუმზე იშლება ხედი, რომელიც Sentosa’s Marine Life Park (სენტოსას  საზღვაო პარკი) ტერიტორიაზე მდებარეობს. ოთახებში მაღალი კლასის სასტუმროებისათვის დამახასიათებელი ყველა პირობაა შექმნილი.

პოსეიდონის კურორტი, კატაფანგას კუნძული, ფიჯი

ეს არის 5 ვარსკვლავიანი, მდიდრული წყალქვეშა კურორტი. ის გთავაზობთ წყალქვეშ პირადი ნავით გასეირნებას და სადილს წყალქვეშა რესტორანში.

მანტრას წყალქვეშა კუროროტი, ტანზანია

მანტრას კურორტი ცნობილი არქიტექტორის, მაიკლ გენბერგის კიდევ ერთი შედევრია. ის 13 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს და 3 დონედ იყოფა. ზღვის დონეზე განლაგებულია დაშვების მოედანი, აბაზანა და დიდი მისაღები ოთახი. სახურავის პატიო მშვენიერი ადგილია მზის ქვეშ საცურაოდ და ვარსკვლავების დასათვალიერებლად ღამით. ტალღების ქვეშ კი, 360 გრადუსით წყალქვეშა სამყარო იშლება.

Lovers Deep, St. Lucia

ეს სასტუმრო წყვილებისთვისაა განკუთვნილი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და ძვირადღირებული სასტუმროა. ამ სასტუმროში ერთი ღამის გატარება 15 000 $ ჯდება. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ St. Lucia-ს მარჯნებით და წითელ ზღვაში ჩაძირული გემის ხედით. სასტუმროს პერსონალი იზრუნებს თქვენი სურვილების შესრულებაზე.

Atlantis The Palm, Dubai

ამ სუპერ თემატურ პარკში რამდენიმე წყალქვეშა ლუქსია ნეპტუნის და პოსეიდონის დასახელებით. მათგან ლაგუნაზე და მის ზღვის საგანძურზე იშლება ხედი. ყველაზე შთამბეჭდავი კი სტუმრების ოთახებიდან რამდენიმე ფუტის მოშორებით მდებარე ქალაქის ნანგრევებია.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
41 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %