title
Turebi Ge

Ryanair -ის 2020 წლის საუკეთესო მიმართულება - თბილისი ყველას უსწრებს

როგორც ყველამ უკვე შევამჩნიეთ ბოლო რამდენიმე დღეა საერთაშორისო ავიაკომპანია რაინეარი (Ryanair) ინსტაგრამ სთორიში ატარებს გამოკითხვას: „სად გსურთ გამგზავრება 2020 წელს“ და ირჩევს ამ წლის საუკეთესო და ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას.


საქართელოს დედაქალაქიც იღებს მონაწილეობას. მთელი საქართველო გაერთიანდა ინსტაგრამზე და თბილისმა ჯერ რომს აჯობა, შემდეგ სანტორინს, პარიზს, მალიორკას. ამჟამად თბილისი ფინალურ რაუნდშია და უკვე ბარსელონასაც უგებს. 

 

 

სულ რამდენიმე საათში Ryanair თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაცხადებს გამარჯვებულს.

 

რამდენიმე კვირის წინ Ryanair-ის ოფიციალურ საიტზე დაიდო ინფორმაცია „20 ადგილი რომელიც უნდა დაათვალიერო 2020 წელს Ryanair-თან ერთად“, სადაც კომპანია ტურისტებს სთავაზობს ახალ საინტერესო მიმართულებებს. სტატია დაყოფილია თვეებად და ივლისის თვეში მოხვდა თბილისი. „...საქართველოს დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებული ტურისტული მიმართულება გახდა...“ წერია სტატიაში


ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ წინა კვირას თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“ შორის მესამე ადგილი დაიკავა, მას მხოლოდ კოლმარი (საფრანგეთი) და ათენი (საბერძნეთი) გაუსწრეს. 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %