Turebi Ge

ოცი ქალაქი რომელიც ზამთარში უნდა მოინახულო – ნაწილი II

ზამთარში ადამიანების უმეტესობას მოგზაურობა არ ეხალისება. რა ჯობია სახლში თბილად ჯდომას, პლედში გახვევას და კაკაოს წრუპვას... და მაინც, არის ქალაქები, რომელიც სწორედ ზამთარშია ყველაზე ლამაზი, ჯადოსნური და დაუვიწყარი. ისეთი, როგორიც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ისინი ამართლებენ დახარჯულ დროს, გათოშილ ხელ-ფეხს და გაყინულ ცხვირს. მათგან ყველაზე ლამაზი ზამთრის მოგონებებით დაბრუნდებით. ჩვენ კი ქალაქების ჩამონათვალის მეორე ნაწილს გთავაზობთ:

11. შიშილიანი, საფრანგეთი

10393460-R3L8T8D-1000-07b2af5253b7bbc0a307b8f1b74f74fb_970xპარიზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 520 კილომეტრის მანძილზე მდებარე დასახლებულ პუნქტს თავზე უზარმაზარი მთა - მონ ეგი დაყურებს. მთა ზღვის სიმაღლიდან დაახლოებით 2000 მეტრზეა და სხვანაირად "მიუწვდომელ მთად" მოიხსენიებენ - მასზე ნებისმიერი ფერდობიდან ასვლა ძალიან საშიშია. პირველად მწვერვალზე 1492 წელს ავიდნენ და ითვლება, რომ სწორედ მასზე ასვლის შემდეგ დაიბადა ალპინიზმი, როგორც ასეთი.  

2. ლოკეტი, ჩეხეთი

10393710-R3L8T8D-1000-065150716bc2617b3fa5579916c76cf6_970x ჩეხეთის ცნობილი ციხესიმაგრე პრაღიდან 120 კილომეტრში მდებარეობს. დასახელება სიტყვა"იდაყვი"-დან მომდინარეობს - მდინარე ოგრჟეს, რომელიც ციხესთან მოედინება, ამ ადგილას მოხრილი მკლავის ფორმა აქვს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ციხეს საზღვრის დაცვის დანიშნულება ქონდა. წერილობით ისტორიულ წყაროებში პირველად 1234 წელს გვხვდება, ხოლო კითხვაზე პასუხი - ვინ ააგო ციხე - დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

3. რეინე, ნორვეგია

10393760-R3L8T8D-1000-d65d1cecc776ff1ee6d15f559333a8c4_970xრეინე, მეთევზეთა პატარა სოფელი ლოფოტენის კუნძულებზე, ნორვეგიაში მდებარეობს.  აქ სულ 350-მდე ადამიანი ცხოვრობს და 1743 წლიდან მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტია. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაციისგან საკმაოდ დაშორებულია, ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ტურიზმი. აქ ზამთარი ყველაზე ლამაზია, რადგან მიმდებარე გორები ქათქათა თოვლით იფარება, რომელის ფონზეც ხასხასა ფერებში შეღებილი სახლები კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყურება.

4. ლანგვისი, შვეიცარია

10393910-R3L8T8D-1000-b10373f79eda09535024c1915e48f144_970xეს პატარა ქალაქი ულამაზესი ტყით და ორიგინალური ხიდითაა ცნობილი, რომელიც ზამტარში განსაკუთრებით ზღაპრულად გამოიყურება.

5. სიგლუფიორდური, ისლანდია

10394310-R3L8T8D-1000-4f2003bea4714ddf1c8b6cdde3a68f06_970x

სიგლუფიორდური ქვეყნის ჩრდილოეთით, გრელანდიის ზღვის სანაპიროზე, ნახევარკუნძულ ტრიოლლასკაგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის საერთო ფართობი სულ 155 კვადრატული კილომეტრია და დედაქალაქიდან 401 კილომეტრითაა დაშორებული. აქ მანქანით გადაადგილება მხოლოდ გვირაბების გაყვანის შემდეგ გახდა შესაძლებელი.  მეთევზეების ეს პატარა ქალაქი ზამთრობით სიამოვნებით მასპინძლობს ტურისტებს. ქალაქში მდებარეობს მეთევზეობის მუზეუმი და ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება მეთევზის დღესასწაული

6. იტოკორტოორმიიტი, გრელანდია

10394360-R3L8T8D-1000-7bf768ffc761cd5f8ecf003ff1232164_970xეს ქალაქი გრელანდიის ყველაზე მიუდგომელი დასახლებული პუნქტია- აქ მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით თუ მოხვდები, ჯერ თვითმფრინავით, (რეისები სრულდება კვირაში ორჯერ, კონსტებლ-პინტიდან), შემდეგ ვერტმფრენით ან ნავით. ისიც წელიწადში რამოდენიმე თვის განმავლობაში. ქალაქი 1925 წელს დაარსდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ისტორიულად დათვებზე და ვეშაპებზე ნადირობით ირჩენდნენ თავს.

6. ენგელბერგი, შვეიცარია

10394510-R3L8T8D-1000-423f1a0cd98ecd003358b1548aa26004_970x ენდელბერგი შეიცარიის კურორტია. ლეგენდის თანახმად ქალაქი სათავეს ბენედიქტური მონასტრისგან იღებს: Konrad von Sellenburen-ის მონასტრის დამაარსებელს ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც წმინდა მიწაზე მიუთითა. როდესაც მონასტერი ააშენეს  - 1120 წელს, ორ აბატს ხილვა ქონდა - მონასტრის ახლოს არსებულ მთაზე მათ დაინახეს ანგელოზების გუნდი, რომლებიც ღმერთს უგალობდნენ. აქედან მოდის ქალაქის სახელწოდებაც, რომელიც ანგელოზების მთას ნიშნავს.ანგელოზი ქალაქის ღერბზეა გამოსახული. ხოლო ანგელოზის ათასგვარ ფიგურებს ქალაქში ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.

7. შტრამბერკი, ჩეხეთი

10394560-R3L8T8D-1000-0c73eb4625e25c4ab6f96506c9a1e70e_970xლეგენდის მიხედვით, შტრამბერკის ციხე-სიმაგრე ტამპლიერების ორდენის მიერაა აგებული. სინამდვილეში, ციხე-სიმაგრე XIV საუკუნეში მორავიის მარკგრაფებმა ან ბენეშოვცევების გვარმა ააშენა. ციხე-სიმაგრის დანიშნულება მორავიის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვა იყო. ცოტა ხანში ციხე-სიმაგრის ირგვლივ პატარა დასახლება გაშენდა, რომელმაც ქალაქის სტატუსი 1359 წლის 4 დეკემბერს მიიღო. აქაურობის მთავარი ღირსშესანიშნაობა ციხე და მის თავზე აღმართული ყველაზე მაღალი კოშკია, რომლიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. აქაურობა განთქმულია უნიკალური, უგემრიელესი ტკბილეულითაც.

8. იამნიკი, სლოვენია

10394610-R3L8T8D-1000-5a173c00ad51ce14a0950e805beea332_970xიამნიკი პატარა სოფელია სლოვენიაში. აქაურობა ცნობილია პატარა ეკლესიით, რომელის სოფლისგან მოშორებით, გორაკზე მდებარეობს. ტაძარი წმინდა პრიმის და ფელიციანის სახლობისაა.

9. ელ-ჩალტენი, არგენტინა

10394710-R3L8T8D-1000-bea3d239799c1a79ce544080560f5963_970xფონზე მოჩანს მწვერვალი ფიცროი (Cerro Fitzroy, Cerro Chaltel, Chaltén, Monte Fitz Roy) — არგენტინის და ჩილეს საზღვარი, პატაგონია. სიმაღლე 3405 მეტრი. ეს პატარა სოფელი მწვერვალთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია. აქ მოხვედრა ელ-კალაფატედან მომავალი ტურისტული ავტობუსებითაა შესაძლებელი.

10. დამიულსი, ავსტრია

10394760-R3L8T8D-1000-d01d9de13c9df0d9ed1fea1606ac4acd_970xავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც უხვთოვლიანობითაა ცნობილი. თოვლის ნალექების საშუალო რნ-ბა წლიურად  9.30 მეტრია. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %