ავსტრიის გამორჩეული ქალაქები

ავსტრია ალპებში განლაგებული, პატარა, ლამაზი ქვეყანაა. ის მსოფლიოში ცნობილია არამხოლოდ თავისი ლამაზი ბუნებით და სათხილამურო კურორტებით, არამედ ისეთი ცნობილი კლასიკოსი კომპოზიტორებით როგორიც იყო მოცარტი, შტრაუსი, ვონ ტრაპი და სხვა.

წარმოგიდგენთ ავსტრიის საუკეთესო ადგილებს.

ვენა

ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც შეხება ჰქონდა როგორც რომაელებთან, ასევე ბარბაროსებთან, ვენასთან შეაჩერეს მონღოლი მეომარი ურდოები და დაამარცხეს ოსმალთა იმპერიის ჯარები.

დღეს ვენა ვალსის, ხელოვნების, მუსიკის ქალაქია, დიდი ტაძრებით, მდიდრული რეზიდენციებით, საოპერო სახლებით, თეატრებით და მუზეუმებით. მას ხშირად ოცნებების ქალაქსაც უწოდებენ.

ზალცბურგი

ზალცბურგი ავსტრიის და გერმანიის საზღვარზე მდებარეობს და უმეტესად ცნობილია როგორც მოცარტის დაბადების ადგილი. შუასაუკუნეებში აშენებული ციხესიმაგრეები, ძველი, თვალწარმტაცი ქალაქი (Altstadt) და სულისშემკვრელი ალპური ხედი ზალცბურგს ავსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად აქცევს. მათ ვისაც ფილმი The Sound of Music ერთხელ მაინც აქვს ნანახი, აუცილებლად ეწვიეთ მე-17 საუკუნის  Baroque Mirabell Palace , Gardens და Trapp-ის ოჯახის სახლს (რომელიც დღეს მუზეუმადაა ქცეული), რადგან სწორედ აქ მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები.

სალზკამერგუტი

სალზკამერგუტი ლამაზი კურორტია, რომელიც სალზბურგთან იწყება, აღმოსავლეთით მიუყვება და ტბების ტერიტორიებს მოიცავს.  კრისტალურად სუფთა ტბები, ლამაზი, მწვანე მთები, ისეთი რომანტიკული ქალაქები როგორიცაა St.Wolfgang და Hallstatt-ი მთლიან რეგიონს ქმნის. კურორტზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ მზის აბაზანებით და სპა სერვისებით.           

ინსბრუკი

ინსბრუკი წლის ყველა დროის აქტუალური ტურისტული ქალაქია, საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია როგორც ზამთრის კურორტი. 1964 და 1976 წლებში სწორედ ინსბრუკმა უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.თუმცა ქალაქი უფრო მეტს გთავაზობთ ვიდრე თხილამურებით სრიალია.  

ინსბრუკში შეგიძლიათ იხილო ისეთი კათედრალების მიქსი როგორიცაა  Hofkirche, სადაც იმპერატორი მაქსიმილიან პირველის საფლავია განთავსებული, Bell Museum-ი, Schloss Ambras-ი სადაც ნახატების კოლექცია და ჯავშანტექნიკა შეგიძლიათ იხილოთ.

Graz 

Graz-ი სტუდენტების ქალაქის სახელითაა ცნობილი. ქალაქში 6 უნივერსიტეტი და 44 000 -ზე მეტი სტუდენტია. ის, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია, რომელშიც აისახება ბალკანური და იტალიური კულტურა. ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ ხელოვნების და შეიარაღების მუზეუმები, ბევრი რესტორანი მრავალფეროვანი სამზარეულოთი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %